გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: „ენჯეოებმა“ მეხუთე დღეს თქვეს, მთლიანად უნდა გაუქმდეს შედეგები იმიტომ, რომ მელანმა გაჟონა

31-10-2024

გავიგე, რომ რაღაც ტყუილი შეიძლება თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველა არჩევნებზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ მივეცით ხმა, რა იყო და იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული, ჩვენ თვითონ არ ვიცით? ხომ არ შეიძლება მართლა ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალში? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა არასამთავრობოების და ოპოზიციონერების ბრალდებებთან დაკავშირებით, თითქოს ბიულეტენზე ჩანს, ვის მიეცი ხმა.


მისი თქმით, კონვერტიდან რაც შეიძლებოდა გამოჩენილიყო, ეს იყო ზედა ნაწილზე, სატესტოდ მონიშნული წრე, რომელიც ყველა ამომრჩეველს ხმის მიცემამდე გააფერადებინეს. ამასთან, მელნის გაჟონვაზე არაფერი იყო ეუთო/ოდირის ანგარიშში ნათქვამი, ხოლო კონვერტი, ფლომასტერი და ქაღალდი, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლების შერჩეული იყო.


„მეხუთე დღეს რომ ამას მოიფიქრებ და მათ შორის, ქალბატონ სალომეზეც იყო საუბარი და ამაზე ცალკე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს იქ ჩანს, ვინ მისცა ხმა. აქ იყო მონიშვნა ზედა მხარეს, რაც იყო სატესტო არეალი წრის მონიშვნისა და ის ჩანდა, სხვათა შორის, იქვე აუხსნა ქალბატონმა სალომემ, არ ჰქონია პრეტენზიები და არც არავის, პირდაპირ ეთერში იყო ეს ყველაფერი. მეხუთე დღეს „ენჯეოებმა“ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და თქვეს: მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ მელანმა გაჟონა - აი, ეს არის მათი მთავარი საკითხი.


ერთი - ამ საკითხზე არაფერი აქვს ნათქვამი ეუთო/ოდირს თავის დასკვნაში, თავის 350 დამკვირვებლით, ამ სისტემასაც ძალიან კარგად იცნობენ, სისტემა ზეპირად იცის ცესკომ. იმიტომ იყო, ცესკოს წევრი, ბატონი სიორიძე, რომელიც ერთ-ერთ ეთერში ვნახე, ხმას ვერ იღებდა ამაზე. ზუსტად იცის, რა სისტემით ჩატარდა, ხომ? ისინი ხომ იქ იყვნენ, ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართული - ქაღალდიც მაგათ შეარჩიეს, ფლომასტერიც მაგათ შეარჩიეს, კონვერტიც მაგათ შეარჩიეს, ოპოზიციამ. ახლა მოგვდგნენ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან, არა, თქვენი არჩევნები არ ითვლება, ერთი 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ ვიღაც „ენჯეომ“, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე და ხედავენ, მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ, ხავსს მოეკიდონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.