გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ფუნდამენტური უფლებების კუთხით კვლავ უსწრებს ბოსნიას, უკრაინასა და მოლდოვას

31-10-2024

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.


დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველო ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს: ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას.


„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, - დაწერა სამხარაძემ.