1-11-2024
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორშაბათს რაღაც გეგმა გამოცხადდება, თუმცა, ის გეგმის ბევრ ვერსიას ვერ ხედავს.
ჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს არ უნდა ჰქონდეთ გაწერილი გეგმის მოლოდინი, ვინაიდან, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იქნება.
„გეგმას რაც შეეხება, ორშაბათს გამოცხადდება რაღაც, თუმცა, მე ვერ ვხედავ ბევრ ვერსიას გეგმის. თქვენს მაყურებელს მინდა ვუთხრა ახლა, რაღაცა მოლოდინი თუ არსებობს, რომ იქნება ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება. არსებობს რაღაც პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არ არის ბევრი ვერსიები“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.