1-11-2024
„დესტრუქციული ოპოზიცია საარჩევნო პროცესში ჩართული პირების ღია დაშინებაზე გადავიდა. იმის გამო, რომ ოპოზიციას არ აწყობს არჩევნებში მიღებული საკუთარი შედეგები, ისინი ღიად უპირისპირდებიან ცესკოს ადმინისტრაციას, თანამშრომლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და მათ სახლებთან მისამართზე მისვლას აანონსებენ. მიზანი ერთია, დააშინონ, შეავიწროონ და აიძულონ ადამიანები რათა მათ ცრუ ნარატივით ამხილონ ცესკო არჩევნების გაყალბებაში ან/და აღიარონ, რომ მათ ცესკოს ადმინისტრაციის მხრიდან დაევალათ გაყალბების პროცესი, რაც შეასრულეს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ გაყალბების დამადასტურებელი ვერცერთი მყარი არგუმენტი ჯერ ვერ იქნა წარმოდგენილი, ამიტომ ცესკოს მიმართ ბრალდებები მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის გასამრავალფეროვნებელი ხერხია და მცდელობა ოპოზიციის უშინაარსო პოლიტიკური ცხოვრება „შინაარსიანად“ იქცეს.
„დესტრუქციული ოპოზიცია საარჩევნო პროცესში ჩართული პირების ღია დაშინებაზე გადავიდა. იმის გამო, რომ ოპოზიციას არ აწყობს არჩევნებში მიღებული საკუთარი შედეგები, ისინი ღიად უპირისპირდებიან ცესკოს ადმინისტრაციას, თანამშრომლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და მათ სახლებთან მისამართზე მისვლას აანონსებენ. მიზანი ერთია, დააშინონ, შეავიწროონ და აიძულონ ადამიანები რათა მათ ცრუ ნარატივით ამხილონ ცესკო არჩევნების გაყალბებაში ან/და აღიარონ, რომ მათ ცესკოს ადმინისტრაციის მხრიდან დაევალათ გაყალბების პროცესი რაც შეასრულეს.
მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ მათ განცხადებებს: ნიკა გვარამია: "ცესკოზე უნდა განხორციელდეს ისეთი ტიპის ზეწოლები, რომ მას უბრალოდ გარეთ გამოსვლის შეეშინდეს. თავისივე შენობიდან, საკუთარი სახლებიდან". მამუკა ხაზარაძე: "მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ სქემაში იყავით ჩართულები. მესმის ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც ვცდი ამ ამბავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს პროცესი გადაარჩინოთ თუ აი ჩართული ვინც იყავით ამ პროცესში ვაჟკაცურად გამოხვალთ, ჩვენს შტაბში მოხვალთ და იტყვით, რომ თქვენ იყავით ამ პროცესში ჩართული და აი ამ სქემის ნაწილი იყავით.
იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ერთი, ორი და სამ ადამიანზე. აქ არის ლაპარაკი ათასობით ადამიანზე ვინც მიიღო ამ ამბავში მონაწილეობა.
ჩვენ ასეთ ადამიანებს შევუქმნით ყველანაირ გარანტიას მომავალში, რომ ვაპატიოთ ეს დანაშაული. მაგრამ ვინც თვლის რომ ეს მათ შერჩებათ პირობას გაძლევთ, რომ თავისუფალი სასამართლოს პირობებში ყველას მოგეთხოვებათ კანონის ძალით უმკაცრესი სასჯელი. ეს არის ქვეყნის ღალატი. და დაწყებული პოლიტიკოსებიდან ვინც ამაში ჩართული იყავით, რიგით მუშაკამდე ვინც ეს შეასრულა ასე ვთქვათ უბანზე თუ ოლქში". ზურა გირჩი ჯაფარიძე: "ალბათობა იმისა, რომ, ცესკო გატყდეს და არ დაემორჩილოს ჩემი აზრით, არის მაინც დაბალი მიუხედავად იმისა რომ ეს წნეხი გასაკეთებელია და ჩავთვალოთ, რომ მიუხედავად ამხელა საფრთხეებისა, რისკისა, მორალური განადგურებისა იმისა, ამისა დაჯდეს და მაინც მოაწეროს ამას ხელი, მაგის შემდეგ არის ქუჩა, მეტი არაფერი". ზურა ჯაფარიძე: "მაგათ ყველას (საოლქო კომისია) პასუხი გაეცემათ, დედა ეტირებათ ყველას. ყველა, ბარემ ვიტყვი რა, ყველა ადამიანი ვიცით უბნის დონეზე, კომისიის წევრები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გაყალბების პროცესში.
ყველა ვინ იდგა მარკირების შემოწმებაზე კარებში და ყველა ვინც იჯდა ვერიფიკაციაზე, ანუ ის ხალხი ვისაც აწვდიდნენ პირად ნომერს ფურცელზე დაწერილს ან ვიღაცის პირადობას ან ტელეფონში პირადობის ასლს ან ვიღაც ფურცელზე გადაღებულს. ყველა ეს ხალხი ვიცით, იდენტიფიცირებული გვყავს ყველა". ყველა ეს პოლიტიკური აქტორი საუბრობს ერთი შინაარსით და ფაქტია მათი სამიზნე არის ცესკო და არჩევნებში ჩართული ყველა პირი რომლებმაც მათი აზრით არჩევნების გაყალბება უზრუნველყვეს, მაგრამ მათი მხრიდან ამ ფაქტის დამადასტურებელი ვერცერთი მყარი არგუმენტი ჯერ ვერ იქნა წარმოდგენილი ამიტომ ცესკოს მიმართ ეს ბრალდებები მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის გასამრავალფეროვნებელი ხერხი მგონია და მცდელობა ოპოზიციის უშინაარსო პოლიტიკური ცხოვრება "შინაარსიანად" იქცეს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.