გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ში ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა

1-11-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო ვიზიტით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომის მიმნიჭებელი პროფესიული პროგრამის დელეგაცია ეწვია. ოცდასამკაციან დელეგაციას თსუ-ის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.


როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებს, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტებს გაეცნენ. საუბარი ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებასა და ახალი მიმართულებებით კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებს შეეხო.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰონგ-კონგელი სტუმრებისთვის წაიკითხეს ლექციები საქართველოს ისტორიის, პოლიტიკური მდგომარეობის, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის, ასევე, საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს თემატიკაზე.