გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ია მეტრეველი: ქვეყანა არ დაუშვებს, რომ უკან, სისხლიან რეჟიმში დავბრუნდეთ

4-11-2018

სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილმოკლული დედის, ია მეტრეველის განცხადებით, დღეს საზოგადოება "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება.


ეს განცხადება ია მეტრეველმა ვერის ბაღში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა.


„ეს არის საზოგადოებრივი შეკრება. საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას. ვინაიდან დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, რომშეიქმნა საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაბრუნდეს. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ხალხის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან განაწყენებული იყო ოცნებაზე, მაგრამ ახლა ყველა აცნობიერებსუკვე, რისი საშიშროებაა – იმ რეჟიმის დაბრუნების. ამას არ დაუშვებს ქვეყანა, რომ სისხლიან რეჟიმში უკან დავბრუნდეთ და ამიტომ, ჩვენ აქ ვიკრიბებით ამისთვის, რომ გაიღვიძოს ყველამ, იმ ადამიანებმა ვისაც დაეზარა, ვინცგანაწყენებულია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ყველამ გააცნობიერა და მეორე ტურში დიდი გამარჯვებით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.


ვერის ბაღში შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.