გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია

3-11-2024

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყვლა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.


„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.