გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„DIE WELTWOCHE“: საქართველოს სჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი, თუმცა დასავლეთსაც ჭირდება საქართველო, მისი პოტენციალი, გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები

3-11-2024

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე მოუთხრობს. ამასთან დღეს საქართველოში არსებულ თავისუფლების დონეს უსვამს ხაზს.


„მათ არაფრის ეშინიათ. შიში ეკუთვნის წარსულს“, წერს ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე და ჰყვება, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის„ სიის პირველი ნომერი ქალბატონი დღესაც თბილისის მერიაში მუშაობს და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ის სამსახურიდან განსხვავებული შეხედულებების გამო არავის გაუთავისუფლებია.


„უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში „ცვლილებების კოალიციამ მეორე ადგილი მიიღო, (ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებმაც ხუთი პროცენტი გადალახეს). ამ კოალიციის პირველი ნომერი ქალბატონი, მხოლოდ იმით არის ცნობილი, რომ ოპოზიციის მიტინგზე ევროპის დროშით დადიოდა და ერთხელ ფოტო ობიექტივშიც მოხვდა. ეს ყველაფერია? არა მთავარი ის არის, რომ ის ქალაქის მერიაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს.


მისთვის არავის დაუძალებია მმართველი პარტიისთვის ხმა მიცემა. მე ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ოპოზიციის აქციებში იღებენ მონაწილეობას, ოპოზიციას აძლევენ ხმას და ამასთანავე სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ. მათ არაფრის ეშინიათ. შიში ეკუთვნის წარსულს. მაგრამ ხანდახან წარსული უკან ბრუნდება, სწორედ ამის მეშინია. თავისუფლება ეს არის მთავარი, არა? საკუთარი თავისუფლება, რომელიც სხვისი თავისუფლების უფლებით უნდა შეიზღუდოს, ეს აქსიომაა. კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.“,- ვკითხულობთ შვეიცარიული გამოცემის სტატიაში.

ავტორი მკითხველს „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს ახსენებს.


„ფაქტებს დავუბრუნდეთ, მას შემდეგ რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდა და 2008 წლის ომის შედეგად ტერიტორიის 20 % რუსეთს გადასცა, ქართული ოცნების ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აფორმებს, ასევე კონსტიტუციაში ჩაწერს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვის ვალდებულებას და მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ოცნების ხელისუფლება ისევ პროდასავლურ კურსის მხარდამჭერად პოზიციონირებს, მაშინ რატომ რაცხავენ მას პრორუსად?“,- წერია სტატიაში.


ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსად შერაცხვა ტიპური სტიგმატიზირებაა. მისივე თქმით, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და მათ მკაცრად იცავს.


„მე ვარ სახელმწიფო ძალაუფლების კრიტიკოსი, როგორც ყველა ინტელიგენტი და განათლებული ადამიანი. თუმცა კრიტიკას ჭირდება დამტკიცება, მხოლოდ მაშინ არის ის ლეგიტიმური. საქართველოს ხელისუფლების პრორუსად შერაცხვა არის ტიპური სტიგმატიზირება. მე ვერ ვერ ვხედავ დასავლური კურსიდან გადახვევის ნიშნებს. რუსეთთან რაციონალური ურთიერთობა, რომლის ტანკები თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგანან ცუდია? მით უფრო რომ საქართველოში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არავინ ცდილობს. ყველა ევროპული სახელმწიფო ურთიერთობს რუსეთთან რუსეთ- უკრაინის ომის შემდგომ, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მკაცრი კრიტიკოსებიც. საქართველო ცდილობს გადარჩეს. სულ ეს არის. საქართველო შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და მათ მკაცრად იცავს. საქართველომ ასევე ხელი მოაწერა ჰააგისთვის მიმართვას, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ბრძანება გასცა. ხოლო თუ საქართველო ორმხრივ სანქციებს დააწესებდა მისი ეკონომიკა 18 %-ით დაზარალდებოდა ხოლო რუსეთის შემთხვევაში ეს 0.03 პროცენტი იქნებოდა. ახლა კი მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2024 წელს 5 პროცენტია ზრდის ნაცვლად 7.5 პროცენტამდე ზრდიან.“,- ვკითხულობთ სტატიაში.


ავტორის თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება დასავლეთი , როგორც გზამკვლევი, ასევე სჭირდება ევროპას საქართველოს პოტენციალი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები არა ბრძანებების ბრმა შემსრულებლები.


„საქართველო ელოდება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ურთიერთობები გაყინეს, მას შემდეგ რაც საქართველომ მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც რუსული კანონის ანალოგად შეირაცხა. მე ვსვამ კითხვას- ნუთუ ყველას ვინც ამას აცხადებს კანონი წაკითხული აქვს დარწმუნებული ვარ არა. არასამთავრობოებს პრობლემა აქვთ გამოქვეყნებასთან, თუ აპროტესტებენ, იმიტომ რომ არ უნდათ გამჭვირვალობა?


პოლიტიკა ცინიკურია, საქართველოს ჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი. ეს არის მასშტაბი განვითარების, რეფორმების, ტრანსფორმაციის, დემოკრატიის, თუმცა ნამდვილის და არა გაყალბებულის. თუმცა დასავლეთსაც ჭირდება საქართველო, ახალგაზრდა კავკასიური დემოკრატია, რომელმაც 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი კონფლიქტი და ეკონომიკური პრობლემები გადაიტანა. ევროპას ჭირდება მისი პოტენციალი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები, პარტნიორები და არა ბრძანებების ბრმა შემსრულებლები.“, - წერია სტატიაში.