გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ჩიხელიძე: მელაძის შაბათს მთელი სერიოზულობით მხოლოდ 2 წუთი ვუყურე - ამდენი იდიოტობა ხომ ისაუბრა, მისი "ბაბლი" მაინც ხბოს აღტყინებით აზიარებს და აქებს

3-11-2024

„მელაძის შაბათს მთელი სერიოზულობით, მხოლოდ 2 წუთი ვუყურე, შემდეგ მივხვდი რომ იუმორინას ჟანრი იყო, სანამ ნახავ, რაღაც ახალი რომ გგონია, მაგრამ ზუსტად იგივეა რაც გასულ წელს.. ნოდარის გადაცემაც წინა გადაცემის რიმეიქი იყო, უნიჭო რეჟისორის, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, გადაცემის წამყვანს თუ დავუჯერებთ, მმართველმა გუნდმა, თითოეული მოქალაქე დანომრა და თითო პასუხისმგებელი პირი მიუჩინა, რითაც გამოდის, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში 6 მილიონამდე ადამიანი იყო.


ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციური სპექტრის გამოხმაურებებზეც და აღნიშნავს, რომ მიუხედავად უზუსტობებისა, ისინი მაინც აღტყინებით შეხვდნენ გადაცემას და ნოდარ მელაძე გმირადაც კი გამოაცხადეს.


„მელაძის შაბათს მთელი სერიოზულობით, მხოლოდ 2 წუთი ვუყურე, შემდეგ მივხვდი, რომ იუმორინას ჟანრი იყო, სანამ ნახავ, რაღაც ახალი რომ გგონია, მაგრამ ზუსტად იგივეა რაც გასულ წელს.. ნოდარის გადაცემაც წინა გადაცემის რიმეიქი იყო , უნიჭო რეჟისორის, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. ჯერ ვიღაც არჩევნების ექსპერტი ასაუბრეს, რომელიც მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა რომ 3200 და 32000 ტოლია?! მერე თქვა საქართველოში 3200 უბანი იყო გახსნილიო, (რეალურად 3044 უბანი იყო) აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ექსპერტს არ უთქვამს რომელი წლის არჩევნებზე საუბრობდა, ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ სხვა არჩევნებზე საუბრობდა, რადგან 2024 წლის არჩევნებს არცერთი ციფრი არ ემთხვეოდა.


გადაცემის შუა ნაწილში, ნოდარას მაგრად გაექცა. მმართველმა გუნდმა, თითოეული მოქალაქე დანომრა და თითო პასუხისმგებელი პირი მიუჩინაო, ანუ 26 ოქტომბერს საქართველოში 6 მილიონამდე ვიყავით? შემდეგ რაღაც კაპიტნებზე ისაუბრა, კარგად ვერ გავერკვიე, მგონი ეკა გიგაური არის რაღაც საქმეში გარეული და მაგას მოიხსენიებს კაპიტნად.... ყველაზე საინტერესო გადაცემის გამოხმაურებებია, ამდენი იდიოტობა ხომ ისაუბრა, მისი ბაბლი მაინც ხბოს აღტყინებით აზიარებს და აქებს ნოდარას, ფაქტობრივად ნოდარა გმირია. არ მინდა ნოდარი და მისი მხარდაჭერები მიწაზე დავაბრუნო, მაგრამ ჰოი სულო ცოდვილო, სოფო ნიჟარაძის ფრაზა მახსენდება „მელაძეა ყველაზე ჩაჯმული, სუნი ასდის შორიდან" პ.ს. ამ იუმორისტული გადაცემის სიღრმისეულ ანალიზს შემოგთავაზებთ“, - წერს დავით ჩიხელიძე.