გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაჰბარდება მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს ისტორია

4-11-2024

„ის პარასკევები, რომელიც მას [სალომე ზურაბიშვილი] დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე სულ უფრო მცირდება და მე მგონი, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული, ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ზურაბიშვილი ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღვევს კონსტიტუციას.


„ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია, მათ შორის მაშინ, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოიკითხეთ მაშინ რა ჩაატარა როგორც მინისტრმა, ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები საგარეო უწყებაში. ის უკვე დიდი ხანია ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღვევს კონსტიტუციას. ქალბატონი სალომე დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაჰბარდება მისთვის სამწუხაროდ არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას“, - აცხადებს პაპუაშვილი.