გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე - სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე

4-11-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე - სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე.


აბაშიძის შეფასებით, მიუღებელია ის, რომ ევროინტეგრაციის ოფიციალურად მოწინააღმდეგე ადამიანები იწოდებოდნენ ე.წ. "პრორუსებად" და საპრეზიდენტო არჩევნები ამდენ კითხვას ბადებდნენ მის დემოკრატიულობაზე.


„ევროინტეგრაციის სურვილში, მოლდოვა ორადაა გაყოფილი - მომხრე 50.46% და მოწინააღმდეგე 49.54%. პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე - სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე. დასავლური მეინსტრიმ მედია უპრეცედენტოდ ჰიპერაქტიური იყო სანდუს პოლიტიკურ PR-ში. საარჩევნო პერიოდში მოლდოვის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერით ასევე გამოირჩეოდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სხვა ლიდერები. მიუღებელია ის, რომ ევროინტეგრაციის ოფიციალურად მოწინააღმდეგე ადამიანები იწოდებოდნენ ე.წ. "პრორუსებად" და საპრეზიდენტო არჩევნები ამდენ კითხვას ბადებდნენ მის დემოკრატიულობაზე. მშვიდობა და განვითარება მოლდოვას!,“- წერს გია აბაშიძე.