კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ედიშერ გვენეტაძე: როდესაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეჭვქვეშ აყენებენ, პარალელურად ელვისებურად აღიარებენ მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც სანდუმ უცხოეთში მყოფ ემიგრანტთა ხარჯზე გაიმარჯვა

4-11-2024

„აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაიქცა დემოკრატია თანამედროვე დასავლური ბიუროკრატიის ხელში დემონოკრატიად,“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვების შესახებ.


ექსპერტის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და მმართველი ძალის მიერ 300 ათასი ხმით მოპოვებულ გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებენ, ელვისებურად აღიარებენ მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც სანდუმ გაიმარჯვა არა მოლდოვის ტერიტორიაზე, არამედ უცხოეთში მყოფ ემიგრანტთა ხარჯზე.


„აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ, როგორ გადაიქცა დემოკრატია თანამედროვე დასავლური ბიუროკრატიის ხელში დემონოკრატიად. ინებეთ! მაშინ, როდესაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და მმართველი ძალის მიერ 300 ათასი ხმით მოპოვებულ გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებენ, ჩვენზე დღე და ღამ „მოფიქრალი“ დასავლელი დაუძინებელი მეგობრები, პარალელურად ელვისებურად აღიარებენ მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც სანდუმ გაიმარჯვა არა მოლდოვის ტერიტორიაზე, არამედ უცხოეთში მყოფ ემიგრანტთა ხარჯზე. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ჩატარდა არჩევნები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და როგორ აყვავებულ მოლდავურ „დემოკრატიას“ უჭერს მხარს დღევანდელი დასავლური ლიბერალურ-ფაშისტური დემოკრატია,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.