გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე

4-11-2024

„დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფელისგან,“ - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.


ლევან ქარუმიძის თქმით, ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო პრეზენტაციის ციფრული ვერსია, სადაც რეალურად ჩანს, როგორ გამოიყურება რუკა.

ქარუმიძე აღნიშნავს იმასაც, რომ კამერები თეთრ ფონზე ნაცრისფერს კარგად ვერ აღიქვამენ.


„დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან. როგორც აქ ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სადა თეთრი კვადრატი წარმოადგინა. საქართველოში ყველა მედიამ მიიღო ეს პრეზენტაცია ციფრული ფორმით. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის ეკრანი. კამერებს არ მოსწონთ ნაცრისფერი თეთრ ფონზე,“ - წერს ლევან ქარუმიძე X-ზე.