გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფაქტჩეკერები ოპოზიციას მორიგ სიცრუეში ამხელენ: დასტურდება, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ ნაჩვენები საქართველოს რუკის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დეზინფორმაციულად გავრცელდა

4-11-2024

ფაქტჩეკერების შეტყობინების საფუძველზე, Meta-მ ოპოზიცია მორიგ სიცრუეში ამხილა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციის სტატუსი მიანიჭა.


საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე ნაჩვენებ საქართველოს რუკის ფოტოს, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით არის მონიშნული, ხოლო ლურჯ ფერში არის ყველა სხვა ოლქი, სადაც „ქართულ ოცნებას“ თავისი დელეგატები ჰყავდა წარდგენილი.


იმის გამო, რომ პრეზენტაციაზე ნაჩვენები ფოტო ტელეეკრანზე მკვეთრად გარჩევის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა რუკა, რომელშიც თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.


ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებლად გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ და შალვა პაპუაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერებში რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც თეთრად აღიქმება.


ამასთან, მედიებს პრეზენტაციის ფაილიც გაეგზავნათ, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც რუხი ფერით არის გამოყოფილი.

სწორედ ამის გამო, სოციალურ ქსელში, ვისაც აღნიშნული რუკა აქვს გაზიარებული, „ფეისბუქმა“ დეზინფორმაციად მონიშნა.