გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა

5-11-2024

„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის კარიერა და ამ კარიერის დასასრული, საოცარია - პრეზიდენტობის განმავლობაში ის განუხრელად ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის შელახვას, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას, არღვევდა კონსტიტუციას, თვეების მანძილზე არ ნიშნავდა ელჩებს და ა.შ.“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს დიპლომატიის დღე და ამის ნაცვლად, თუ რატომ მიმართა მათ სალანძღავი წერილით სოციალური ქსელიდან.


სეფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა.


„ახლა, როცა სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, ელჩებს, პიროვნებებს... ეს მიმართვა ლანძღვა იყო იმ ადამიანების, რომლებიც საზღვარგარეთ სახელმწიფო ინტერესების დამცველები არიან.


სალომე ზურაბიშვილს ალბათ უნდოდა ისევე გადამდგარიყვნენ სხვა ელჩები თანამდებობიდან, როგორც საფრანგეთში საქართველოს ელჩი გადაგა (რომელსაც დიდი აჟიოტაჟი არც მოჰყოლია), ვითომდა გაყალბებული არჩევნების გამო, მაგრამ რადგან ეს შედეგი ვერ მიიღო, ახლა ისღა დარჩენია, რომ ეს ხალხი ლანძღოს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.