გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვატო შაქარიშვილი: სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი დღემდე მოსამართლეა - ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი საშუალება მიეცემოდა

5-11-2024

„ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.


იგი ეხმაურება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ 12 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და აღნიშნავს, რომ ცხადია, ადეიშვილის და გვარამიას კადრი, რომლის ცოლიც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია, შესაძლებლობისთანავე მიაყენებდა სახელმწიფოს ზიანს.


„ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე. სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია! 2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაც-აქტივისტი მეუღლით, ცხადია ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა! დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.