გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მესამე კვარტალში სურსათის უვნებლობის სფეროში დარღვევის მაჩვენებელმა 2,9% შეადგინა

5-11-2024

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5854 ინსპექტირება ჩაატარა, მათ შორის, 2347 გეგმური და არაგეგმური, 3507 გადამოწმება; ზედამხედველობა განხორციელდა 128 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 1657.


„კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 170 ბიზნესოპერატორს, რაც დარღვევის საერთო მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს.


შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურული რეჟიმისა და რეალიზაციის ვადების დარღვევები, ასევე კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, კონდენსატის დაგროვება. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.


შემოწმდა სასურსათო მაღაზიები და მარკეტები, აგრარული ბაზრები, სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები და ა.შ“ –აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით წლიური პროგრამის შესაბამისად განახორციელებს.


სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl