« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
5-11-2024
მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) გაიმართება აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფრმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო_ პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ ბატონი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. მან, ხატვა, 65 წლის ასაკში დაიწყო; როგორც თავად ამბობს, ფერწერა, მისთვის, ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაცაა ომის შედეგად მიღებული და საყვარელი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შემდეგ. ეს გამოფენა, რომელიც 7 ნოემბრამდე გასტანს, მისი რიგით მეშვიდე პერსონალური გამოფენაა. გამოფენა გაიხსნება 5 ნოემბერს, 17 საათზე და 2 დღე გასტანს.