გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: მოლდოვასთან დაკავშირებით გარკვეულწილად ეუთო/ოდირის უფრო მძიმე დასკვნა ვნახეთ, ვიდრე საქართველოში

5-11-2024

შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის მიერ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ მომზადებულ წინასწარ დასკვნას ეხმიანება. ამ თემაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დასკვნაში, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში არჩევნებთან მიმართებაში არ არის გამოყენებული ტერმინები „თავისუფალი და სამართლიანი“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნების აღიარებისთვის ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ სიტყვების მოხვედრა სავალდებულო არ არის.


„ჩვენი „ენჯეოების“ და ზოგიერთ უცხოელის ლოგიკას თუ მივყვებით, მოლდოვის არჩევნებიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ორ დღეში დაიდება ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება და იქაც ეუთო/ოდირი არ შეაფასებს ამ არჩევნებს, როგორც „თავისუფალს და სამართლიანს“.


მოლდოვის არჩევნებს რაც შეეხება, იქ სხვა საკითხებზეც არის საუბარი. მათ შორის ადმინისტრაციულ რესურსზე, მედიის მიკერძოებულობაზე ხელისუფლების მიმართ. ასეთი რამ მედიასთან დაკავშირებით ჩვენს ანგარიშში არ წერია, ასე რომ გარკვეულწილად უფრო მძიმე არის დასკვნა, რომელიც მოლდოვასთან დაკავშირებით ვნახეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვლავ მიმართავდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში; მედია კი პროცესს დაუბალანსებლად აშუქებდა.