5-11-2024
გუშინ თავად ხალხმა გასცა პასუხი იმ აბნეულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ დაპირებებშიც იხლართებიან და აქედან გამომდინარე ვნახეთ ადამიანების რაოდენობაც და მათივე იმედგაცრუებული ამომრჩეველიც, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებს, რის გამოც ამომრჩეველი მას აღარ ენდობა.
„აბსოლუტურად ტყუილს აჯერებენ, ეს არის პრობლემა. ეს ტყუილი ძლებს ორი, სამი საათი და შემდეგ ამ ტყუილს ყველა რომ ხედავს, ეს ხომ იმედგაცრუებას იწვევს მათივე მხარდამჭერებში, რაც შემდეგ აისახება იმაში, რაც გუშინ ვნახეთ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მივიდა იმ აქციაზე, რომელსაც ვერაფერი ვერ შესთავაზეს. სხვათა შორის ვერც კარვები დავინახეთ, რომელსაც ასე დაბეჯითებით აგროვებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.