გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ოპოზიციას იმისთვის, რომ მათ არა დამოუკიდებელი, არამედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უნდათ

5-11-2024

ამ დამოკიდებულებამ, რომელიც თქვენს მფლობელ პარტიას გააჩნია, რომ თავის დღის წესრიგს აგებენ იმაზე, თუ რა შეფასებას მოისმენენ სხვებისგან და არა ქართველი ხალხისგან, სადაც მიიყვანა თქვენი ტელევიზიის პატრონი, ნახეთ, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ კითხვას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ „დამატებითი ზომების“ მიღებასთან დაკავშირებით მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა.


„გუშინ აქციაზეც კი არ გამოჩენილა, იმდენად მიხვდა, რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ოპოზიციას იმისთვის, რომ მათ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უნდათ. ქართველმა ხალხმა ოპოზიციური პარტიები მისვა იმ კუთხეში, რომელიც ეკუთვნის მათ, ვინც არა თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, არამედ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა შეიყვანონ სხვების მორჩილებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.