გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

5-11-2018

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. სოფელს, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს, საბავშვო ბაღი 30 წელზე მეტია არ ჰქონია. ამის შესახებ 1tv.ge წერს.


ბაღის გახსნას დაესწრნენ დუშეთის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. მათი განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელში ბაღის გახსნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ოკუპაციას არ შეეგუება და მსგავსი ღონისძიებებით მოსახლეობას დაეხმარება.


25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.


imedinews.ge