გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: არათუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა. ამ შემთხვევაში მით უმეტეს

6-11-2024

არათუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ომის დასრულების დროს, გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა. ამ შემთხვევაში მით უმეტეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას.


მისივე თქმით, ამ მოლოდინის საფუძველს ომის დასრულების პერსპექტივა იძლევა.


„ამ შემთხვევაში, რადგან ომის დასრულების შანსი უფრო მეტია, შესაბამისად, ურთიერთობების გადატვირთვის შანსი, ჩემი აზრით, იზრდება ორივე მხრიდან“, - აღნიშნა მდინარაძემ.