გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: 1984 წლის მერე ასეთი შედეგით არცერთ რესპუბლიკელს არ მოუგია არჩევნები - ელექტორალი კოლეგიაც მოიგო და სახალხო კენჭისყრაც: რონალდ რეიგანი და დონალდ ტრამპი

6-11-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე არჩევნებს ეხმიანება.


ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპი საარჩევნო კოლეგიის 270 ხმას გასცდა და ამერიკელების ვარაუდით, საბოლოოდ 298-312 ხმას მოაგროვებს.


„აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დე ფაქტო არჩეულია. არჩეულია იმ უეჭველი უპირატესობით, რომელიც წესით გამორიცხავს სამოქალაქო მღელვარებას და დემოკრატების აჯანყებას. თუმცა არ გამორიცხავს არჩეული დონალდ ტრამპის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობის განმეორებას“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ აშშ-ის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მოსალოდნელი სასამართლო სხდომებისა და იანვარში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მიღმა დონალდ ტრამპს სხვა სირთულეებიც ელის.


ანალიტიკოსის განმარტებით, საქართველოში მოქმედი ნაცმოძრაობის მსგავსად, ამერიკაშიც სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებში ლიბერალ-დემოკრატების დიდი რაოდენობა დახვდება ტრამპს.


მისი თქმით, საინტერესოა შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი საკადრო რევოლუციის მოწყობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქვეყნის მართვა გაუჭირდება.

„ამ წამს დავასრულე საუბარი კალიფორნიასთან. „საარჩევნო კოლეგიის“ 270 წევრის ხმას გასცდა დონალდ ტრამპი, მაგრამ ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში 298-312 ხმამდე ავა. რჩება არიზონა, ნევადა და ვისკონსინი, რომლის შედეგებს ალბათ ორ დღეში დადებენ. მაგრამ საკმარისი 270 ხმა უკვე მოგროვდა. 1984 წლის მერე ასეთი შედეგით არც ერთ რესპუბლიკელს არ მოუგია არჩევნები - ელექტორალი კოლეგიაც მოიგო და სახალხო კენჭისყრაც: რონალდ რეიგანი და დონალდ ტრამპი. მაშ ასე, ამ ეტაპზე (!) აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დე ფაქტო არჩეულია. არჩეულია იმ უეჭველი უპირატესობით, რომელიც წესით გამორიცხავს სამოქალაქო მღელვარებას და დემოკრატების აჯანყებას. თუმცა არ გამორიცხავს არჩეული დონალდ ტრამპის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობის განმეორებას. წინ შესაძლო სასამართლო პროცესებია გამოვლენილ დარღვევებზე, შემდგომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს შედეგები და იანვარში - ინაუგურაცია. მაგრამ, ძირითადი სირთულეები ტრამპს წინ ელის. საჯარო სექტორში დაბუდებული ჩვენი ნაცების არ იყოს და საქართველოს მასშტაბებს რომ გაცილებით აღემატება - იმ რაოდენობის ლიბერალ-დემოკრატები დახვდება მას სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებში. ნუ, ხელოვნების, სამეცნიერო და მედიასფეროებში - მით უმეტეს. ეყოფა თუ არა მას პოლიტიკური ნება და რესურსი - კონტრლიბერალური საკადრო რევოლუციის ჩასატარებლად, დრო გვანახებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი ღალატისა და საბოტაჟის პირობებში, ქვეყნის მართვა მას გაუჭირდება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.