გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა აქცია გამართეს

5-11-2018

ათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და ახალი აშენებული საავადმყოფოსთვის ინვენტარი და სამედიცინო აპარატურის შეძენა მოითხოვეს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

 

ექიმებისა და მათი მხარდამჭერი მოქალაქეების თქმით, საავადმყოფოში არსებულმა მოძველებულმა ტექნიკამ შეიძლება გაკოტრება გამოიწვიოს, რასაც საავადმყოფოს გასხვისება და კერძო კომპანიის მმართველობაში გადასვლა მოჰყვება.

 

აქციის მონაწილეებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში შეხვდა და ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადება გააცნო, რომლის თანახმადაც საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება. რაც შეეხება კლინიკისთვის ახალი ტექნიკის შეძენას,ხალვაშის თქმით, მას ცენტრალური ხელისუფლება იყიდის.

 

მათივე თქმით, აჭარაში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო საავადმყოფოს გაყიდვა  სამედიცინო მომსახურებას გააძვირებს და ამით მოსახლეობა დაზარალდება. აქციაზე შეკრებილებს  ამჯერად რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი შეხვდა.

 

დავით სერგეენკო თავის მხრივ აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აუცილებლად დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და საჭირო დაფინანსებაზე,  მისი უწყება და რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო   ერთობლივად იზრუნებენ. 

 

თუმცა აჭარის ტელევიზიასთან გაკეთებულ განცხადებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავადმყოფოს გასხვისებას არ გამორიცხავს.

 

კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის უფროსმა ბენო ჭელიძემ გაზაფხულზე განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი გაურკვეველია და ის შეიძლება გასხვისდეს.


imedinews.ge