გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ალბათ რაღაც საშინელება იქნება, მაგრამ მე უნდა ვნახო“-გორში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულმა დანაშაულის ჩადენის მომენტში ვიდეო გადაიღო

5-11-2018


გორში სადისტურად მოკლული 8 წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის განცხადებით, არსებობს ვიდეო, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ გადაიღო.


„რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც სავარაუდოდ საშინელება ჩანს... არ ვიცი ვიდეოს შინაარსი. როგორც მეუბნებიან, ბრალდებულის გადაღებულია. გამოძიება მეუბნება, რომ არ ვნახო, მაგრამ მე უნდა ვნახო. თუ ყველაფერი ობიექტურად არ წარიმართება, გორელების იმედი და საქართველოს იმედი მაქვს, რომ ნანიკოს მივხედავთ“  -განაცხადა  ბერიაშვილმა.


გორში 8 წლის მოზარდი 25 ოქტომბერს მოკლეს. ბავშვის ცხედარი მდიანრე ლიახვის ნაპირზე იპოვნეს.


პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული იმ დღესვე დააკავა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ეჭვმიტანილს ბრალი დაუმძიმდა და განზრახ მკვლელობის მუხლს გარყვნილი ქმედებაც დაემატა.