გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გია ვოლსკი: ერთობის განცდამ ბოლო პერიოდში ძალიან მოიკოჭლა

5-11-2018


„ერთობის განცდამ ბოლო პერიოდში ძალიან მოიკოჭლა - პარტიული მართვის სისტემა შეირყა და ვერტიკალია მოშლილი“, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას გააკეთა.

 

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმის მომასწავლებელი იყო, რომ ამ ყველაფერს გამოსწორება სჭირდება. მისივე თქმით, დღეს საუბარია საერთოდ რესურსების გაძლიერებაზე.

 

„მოსაგვარებელია ბევრი ის სამართლებრივი საკითხი, რაც “ქართულ ოცნებას“ მძიმე მემკვიდრეობად ერგო. საჭიროა სწრაფი მოქმედებები, რასაც ხელისუფლება მოისაკლისებს. ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც მართვის სისტემას ეფექტურად დაალაგებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.