გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უცხოელ კოლეგებთან ერთად სამუშაო საუზმეს დაესწრო

7-11-2024

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, რომელიც დღეს ბუდაპეშტში იმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უცხოელ კოლეგებთან ერთად სამუშაო საუზმეს დაესწრო.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და შესაბამისი რეფორმების გატარებას დასახული მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.


ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ერთგული და მნიშვნელოვანი პარტნიორია.


მან ასევე ისაუბრა 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ დადებით შეფასებებზე.


სამუშაო საუზმე, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს ინიციატივით გაიმართა. მას საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, სან მარინოს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონაკოს საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.


ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა უნგრელი კოლეგისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ საქართველოში ვიზიტისთვის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.