5-11-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ვიდეომიმართვა მკაფიო, გულწფელ და მომავალზე ორიენტირებულ ხასიათს ატარებდა.
“ვთვლი, რომ განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ სამომავლო ხედვა ქვეყნის განვითარების, სადაც აუცილებლად ჩართული იქნებიან ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და კომპეტენტურები და ეს არის ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება და ამას ჩვენ უახლოეს მომავალში დავინახავთ, ამ ცვლილებებს და ცხადია ეს განცხადება სცდება ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ტურს და ეს არის ქვეყნის სწორი განვითარების სამომავლო ხედვა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იყო ძალიან გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული, რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.