გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი: 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილის ბრძანებით მოხდა - მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო მთელი ძალაუფლება

8-11-2024

„მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო აბსოლუტური ძალაუფლება, შესაბამისად, პოლიციაც სააკაშვილის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა“, - ასე უპასუხა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად სარწმუნო იყო ის ვერსია, რასაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში ავრცელებდა, თითქოს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებით მას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე პასუხისმგებელი სრულად იყო იმდროინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი.


სოზარ სუბარმა გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და აღნიშნა, რომ მასზე მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკისრებოდა.


„7 ნოემბრის დარბევის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ თავდაცვის ძალები გამოიყვანა. ჯარი შს მინისტრს არ ემორჩილებოდა, მთავარსარდალი პრეზიდენტი იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება ერთადერთ კაცს, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო.


იგივე შეეხება სასჯელაღსრულების სპეცრაზმს, რომელიც ასევე მონაწილეობდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში. 2008 წლის იანვარში, სააკაშვილის ხელმეორედ არჩევის შემდეგ (რაც არჩევნების გაყალბებით მოხდა), ის ჩემთან მოვიდა ოფისში. მას ვუთხარი, რომ პირადად მე 2007 წლის 7 ნოემბერს სასჯელაღსრულების სპეცრაზმმა ხელკეტებით მცემა. როცა მას ვკითხე, თუ რატომ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, რადგან ეს კანონდარღვევა იყო და ამის უფლება არ ჰქონდათ, სააკაშვილმა მიპასუხა, რომ ძალები არ ჰყოფნიდათ. ანუ, მან პირდაპირ აღიარა ჩემთან ლაპარაკში, რომ სასჯელაღსრულების სპეცრაზმი მისი ბრძანებით იყო გამოყვანილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის მხრიდან იყო კოორდინირებული. ისევე როგორც, „იმედში“ ვერ და არ შეიჭრებოდნენ სააკაშვილის გარეშე. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ ყალბი მტკიცებულებები შექმნეს, რათა რამენაირად „იმედში“ შეჭრის სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ. მაგალითად, უკანა რიცხვით დაიწერა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ოქმები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც თითქოს „იმედში“ შეჭრის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა, თუმცა, ცხადია, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.