გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბექა ოდიშარია: ჩვენ ახლა ზღვარზე ვდგავართ, სიძულვილის და შურისძიებისკენ წავიდეთ, თუ წინ

5-11-2018

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია  სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ის საკუთარ ამომრჩეველს რეგულარულად ხვდება და მათგან არსებულ პრობლემებს ისმენს, თუმცა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც წინ არჩევნების მეორე ტურია  მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ თუ როგორი არჩევანის წინაშე დგანან.

 

„მოქალაქეებთან მუდმივად ვართ კავშირზე. თუმცა მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს თავის ხალხის წინაშე,  ვალდებული ვიყავი საქმის კურსში ჩამეყენებინა მოსახლეობა იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და რა საშიშროებებს შეიცავს იგი. ჩვენ გვსურდა ევროპული კამპანიის ჩატარება, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად დღის წესრიგიდან იყო ჩახსნილი. მივიღეთ ბინძური კამპანია. ახლა კი ჩვენ  ვდგავართ ზღვარზე რევანშის, სიძულვილის და შურისძიებისკენ წავიდეთ, თუ წავიდეთ წინ “ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.