გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ჰოსტელში ტურისტმა ტურისტი გაძარცვა

5-11-2018

ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში ტურისტმა ტურისტი გაძარცვა. ჰოსტელის მესაკუთრეების განცხადებით, ლიეტუვის მოქალაქეს, რომელიც მათთან რამდენიმე დღის წინ დაბინავდა, ერთ-ერთმა ტურისტმა ჯიბიდან თანხა, საბანკო ბარათი და მობილური ტელეფონი ამოაცალა. ამის შესახებ kutaisipost-ი წერს.


"ახალგაზრდა გოგომ ორი დღით დაჯავშნა ჩვენი ჰოსტელი. მან ერთ-ერთ სტუმარს 900 ევრომდე თანხა და მობილური ტელეფონი იმ დროს ამოაცალა, როდესაც მას ეძინა. გოგო შუაღამით ჰოსტელიდან გაიქცა. შემთხვევის შესახებ შევატყობინეთ პოლიციას. დავადგინეთ, რომ ეჭვმიტანილი ამ დროისთვის თბილისშია. ის კორეის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აპირებს დატოვოს საქართველო," - ამბობენ ჰოსტელის მესაკუთრეები.

ტურისტის ძარცვის ფაქტს შსს ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილება იძიებს.


imedinews.ge