5-11-2018
თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, 2019 წლის დასაწყისში დასრულდება. მასშტაბურ პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. როგორც ფონდში ამბობენ, აქტიურად შენდება თანამედროვე სტანდარდების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ეკოლოგიურ პრობლემებს მოაგვარებს.
"სამუშაოების დიდი ნაწილი დასასრულს უახლოვდებდა, აშენებულია გამწმენდი ნაგებობა. იცით, რომ ფეკალური მასები ამ დრომდე მდინარე ალაზანში ჩაედინება. ეს დიდი პრობლემაა ამ პროექტის გახნორციელების შედმეგ კი აღნიშნული საკითხი სრულად მოგვარდება", - ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.