გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გორში, 7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

5-11-2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველომ საკონდიტრო საწარმოში  7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა და ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ინდმეწარმე  „ლალი კუციას“ საკონდიტრო საწარმოში, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა როგორც საწარმოო პროცესის, ასევე  პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობებისას,  წყალმომარაგების არარსებობა და სხვ.


ბიზნესოპერატორი აღნიშნული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა. გაიცა რეკომენდაციები. საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.