გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში მოკლული გოგონას მამა კადრების სიმძიმის გამო მტკიცებულებებს ვერ გაეცნო

5-11-2018

გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებს, გამოძიებამ დღეს საქმის მტკიცებულებები გააცნო.


მტკიცებულებებში ის ფოტო და ვიდეომასალაც იყო, რომელიც მკვლელობისთვის დაკავებულმა  პირმა დანაშაულის ჩადენის მომენტში გადაიღო.


მოკლული ნანა ბერიაშვილის მამის განცხადებით, კადრების სიმძიმის გამო ის  მტკიცებულებებს ვერ გაეცნო. გარდაცვლილის ბაბუა კი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს და ამისთვის გვერდით დგომას ხალხს სთხოვს. 


გორში 8 წლის მოზარდი 25 ოქტომბერს მოკლეს. ბავშვის ცხედარი მდიანრე ლიახვის ნაპირზე იპოვნეს.

 

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული იმ დღესვე დააკავა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ეჭვმიტანილს ბრალი დაუმძიმდა და განზრახ მკვლელობის მუხლს გარყვნილი ქმედებაც დაემატა.