გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

11-11-2024

ქალაქ კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


უწყების ინფორმაციით, სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


მშენებელი ამჟამად არსებული მოედნის დემონტაჟს ახორციელებს.


პროექტის ფარგლებში მიმდებარედ მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე.


გასულ წელს აღნიშნულ ლოკაციაზე მერიამ გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორებიც მოაწყო.


პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივები შეძლებენ ერთ სივრცეში ისარგებლონ აღნიშნული ინფრასტრუქტურით.