გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას

11-11-2024

კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტით საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება.


„რაც შეეხება აქციას, ყოველდღიურად ადამიანების რაღაც რაოდენობა იკრიბება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ეს თავისთავად არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოვლენა. თუმცა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. პირიქით, ეს არის საჩუქარი რეალურად ხელისუფლებისთვის, მმართველი გუნდისთვის. ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას. ზუსტად ასეთივე საჩუქარია მისი და მისი ერთი-ორი მეგობრის ვიზიტი პოსტ საარჩევნო პერიოდში. საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.