გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი

11-11-2024

მთლიანად ოპოზიცია ცდილობს წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ არ აქვთ არავითარი არგუმენტები არჩევნებთან დაკავშირებით.


„თქვენ ხედავდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო უპრეცენდენტოდ მშვიდი და საარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, აბსოლუტურად თავისუფალი. არჩევნების დღეს რაც შეეხება, ელექტრონული წესით ჩატარდა ეს არჩევნები და თქვენ იცით, რომ ელექტრონული წესით გაიარა რეგისტრაცია ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა, ასევე ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა და ხმების დათვლაც მოხდა ელექტრონული წესით. ასეთი პირობებში დაუბალანსებელი ოქმებიც კი არ არსებობდა, რაც იყო 30-წლიანი პრობლემა. ასეთი ტიპის ხარვეზებიც კი არ ჰქონდა ამ არჩევნებს. რეალურად, საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო „ქართულმა ოცნებამ", ყველაფერი დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები, რასაც არ აქვს არავითარი საფუძველი. ვერავითარი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, ერთადერთი იყო, მაგალითად მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა და იქაც რეაგირება იყო მყისიერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მუქარა ცესკოს წარმომადგენლებსა და დეპუტატებზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს მუქარა არის გარკვეული მცდელობა, წავიდნენ კონკრეტული ადამიანები კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.


„ეს არის ამ პოლიტიკური ძალების ხელწერა. ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის რესურსი მათ ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან, შესაბამის ინსტრუქციებსაც მიიღებენ და საბოლოო ჯამში, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე.


აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.