გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ვაშაძეს პიარს რუსი შკლიაროვი რუსულ სტილში უწევს

5-11-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „რუსთავი2“-ისა და გარკვეული სოციალური ქსელების მიერ გავრცელებული ინფორმაციები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოედინება, რუსული სტილია.


„ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ ხოლმე რუსულ რბილ ძალაზე და  საფრთხეებზე, მაშინ  როცა, მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს პიარს  რუსი შკლიაროვი რუსულ სტილში უწევს.


საქმე მხოლოს მის წარმომავლობაში კი არაა, საქმე იმაშია, რომ „რუსთავი2“-ს რომ ვუყურებ, РТР-ს სტილისგან არანაირად არ განსხვავდება.  როცა  სოც.ქსელებიდან მომდინარე იმ ბინძურ კამპანიას და ნიაღვარს ვუყურებთ, რომელიც ყოველდღიურ რეჟმში  მოედინება, ესეც  რუსული სტილია და რუსული რბილი ძალის პრობლემას და რუსული პროპაგანდის სახეს აქ რატომ ვერ ხედავთ“-მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს.