12-11-2024
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მოხვდა Google-ის სტარტაპ აქსელერატორში Google for Startups Accelerator: AI First.
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 317 აპლიკანტიდან 15 სტარტაპი შეირჩა. მონაწილე სტარტაპები 10 კვირის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორშიპ სესიებს გაივლიან. აქსელერატორი მნიშვნელოვანი ბენეფიტებით გამოირჩევა:
● გუგლის სერვისებზე წვდომა;
● ბიზნეს, მარკეტინგული და ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერა;
● ინვესტორებთან შეხვედრები;
● დარგობრივი მიმართულებით, ახალი კავშირების და პარტნიორების გაჩენა;
Google for Startup მსოფლიოს ტოპ 5 აქსელერატორში შედის და მის პორტფელში 20 უნიქორნია.
“გვსურს, Google-თვის წარმატებული პრეცედენტი გავხდეთ, რათა სხვა ქართული სტარტაპებისთვის გაიხსნას გზა და ჩვენი ქვეყნის მეტი სტარტაპი გახდეს აქსელერატორის მონაწილე”. - აცხადებს ბილიკის თანადამფუძნებელი.
„Biliki AI არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია წამებში შექმნას ეკო-მეგობრული სამოგზაურო გეგმა და მიიღოს ინფორმაცია ყოველი დღის აქტივობების, სასტუმროებისა და ტრანსპორტირების შესახებ” –აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.