გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბექა ოდიშარია: ჩვენ ახლა ვდგავართ ზღვარზე წინ წავიდეთ თუ რევანშის, სიძულვილისა და შურისძიებისკენ

5-11-2018

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია სოფელ ფონიჭალას მოსახლეობას შეხვდა. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ის რეგულარულად ხვდება საკუთარ ამომრჩეველს და მათგან ისმენს არსებულ პრობლემებს, თუმცა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც წინ არჩევნების მეორე ტურია, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ თუ როგორი არჩევანის წინაშე დგანან.


„მოქალაქეებთან მუდმივად ვართ კავშირზე. თუმცა მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს თავის ხალხის წინაშე აღებული, ვალდებული ვიყავი საქმის კურსში ჩამეყენებინა მოსახლეობა იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და რა საშიშროებებეს შეიცავს ის. ჩვენ გვსურდა ევროპული კამპანიის ჩატარება, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად დღის წესრიგიდან იყო ჩახსნილი. მივიღეთ ბინძური კამპანია. ახლა კი ჩვენ ახლა ვდგავართ ზღვარზე რევანშის, სიძულვილის და შურისძიებისკენ წავიდეთ, თუ წინ წავიდეთ“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.