გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველოს დაწინაურებაზე: ჩვენ არა მხოლოდ ვცდილობთ - ჩვენ ვახერხებთ! დანარჩენები მოლდოვასა და უკრაინის დაწევა/გასწრებაში არიან

13-11-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Economist Intelligence Unit-სა და მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველოს დაწინაურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი სახარებას იხსენებს და წერს, რომ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული შრომა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა უკვე ციფრებში აისახა.


მისი თქმით, ხელისუფლება ახერხებს გააუმჯობესოს მონაცემები, დანარჩენები კი უკრაინასა და მოლდოვას ეჯიბრებიან.


„ამას დიდი კომენტარი არ სჭირდება, გარდა სახარებისეულისა: „ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. ზუსტად ეს ეკუთვნის მათ, ვინც უკანასკნელ 11 წელიწადში საჯარო მოხელეთა შორის კორუფციის კომპონენტში არ მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ და არ მიბაძავს საქართველოს, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში, იკავებს მსოფლიოში პირველ ადგილს, სწორედ რომ ამ გაუმჯობესებისადმი თავისი გაწეული ღვაწლით. ჩვენ არა მხოლოდ ვცდილობთ - ჩვენ ვახერხებთ! დანარჩენები მოლდოვასა და უკრაინის დაწევა/გასწრებაში არიან,“- წერს დავით ქართველიშვილი.