გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლუდმილა ავიძბა: აფხაზებს შიდსის ვირუსი მუსრს ავლებს. გვიშველეთ, პატარა ერი ვართ

6-11-2018

დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ვენეროლოგიური დისპანსერის ექიმის ლუდმილა ავიძბას მონაცემებით,2016 წელს სოხუმის შიდსის ლაბორატორიაში ვირუსით ინფიცირების 1100 შემთხვევა დაფიქსირდა. 15 წლის მანძილზე შიდსის ვირუსით გარდაცვლილია 200 ადამიანი. დისპანსერში კონკრეტულ სტატისტიკას ვერ ფლობენ, რადგან ბევრი ინფიცირებული პაციენტი აღრიცხვაზე საერთოდ არ იმყოფება. 


ყოველთვიურად ცენტრში რვიდან ათამდე ახალი აივ ინფექციით დაავადებული პაციენტი ფიქსირდება. შარშან ვირუსი 80 ადამიანს აღმოაჩნდა. დღეისთვის ეს ციფრი 398-მდეა ასული, საიდანაც ექვსი ბავშვია. ყველა მათგანი სპეციალური მკურნალობის კურსს გადის. წამალი ვირუსს არ ანადგურებს, მაგრამ მის გავრცელებას ხელს უშლის. მედიკამენტები სოხუმის დისპანსერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო ფონდიდან მიეწოდება. ასევე არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორსულ ქალებს საშუალებას აძლევს შიდსის ცენტრში ვირუსით ინფიცირებაზე ანალიზი უფასოდ გაიკეთონ. 


„ჩვენ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და თითოეული ასეთი შემთხვევა ტრაგედიის ტოლფასია. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ 21-ე საუკუნის ჭირს“ - აცხადებს ლუდმილა ავიძბა. 


თავის მხრივ, დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის შიდსის ცენტრის უფროსი საიდა პალბა „სპუტნიკ აფხაზიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, აცხადებს, რომ აფხაზეთში ყოველწლიურად 15 ადამიანი იღუპება აივ-ინფექციისგან. 


ამ ეტაპზე აფხაზეთიდან რვა ადამიანი გადის მკურნალობას თბილისის შიდსის ცენტრში. მათ საქართველოს მთავრობა უფასოდ უწევს სამედიცინო დახმარებას. 


geodoc.ge