გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„Black Sea CONNECT“ - თსუ პროექტის წარმატება

14-11-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობით შემუშავებულმა პროექტმა „Black Sea CONNECT“ - „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“ (2019-2023), თურქეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო ჯილდო მიიღო საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.  თსუ სამეცნიერო ჯგუფს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი კახაბერ ბილაშვილი ხელმძღვანელობს. 


ევროკომისიისპროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ისფარგლებშიგანხორციელებულიპროექტის მიერ მოპოვებული ჯილდო, აღიარებს კონსორციუმის მიღწევებს და ხაზს უსვამს კონსორციუმის საერთო წარმატებასშავი ზღვის სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავებაში. ეს  ხელს უწყობს  შავი ზღვის ეკოლოგიური გარემოს დასაცავად  საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასა და გაძლიერებას. ასევე,  ლურჯი ზრდის შესაბამისად - საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენება ეკონომიკური განვითარებისათვის,  ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლისა და  ინოვაციების იმპლემენტაციის გზით.


 საპრეზიდენტო ჯილდო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავად გადასცა პროექტის წარმომადგენლებს - შუა აღმოსავლეთის  ტექნიკური უნივერსიტეტის (თურქეთი)  პროფესორებს ბარიშ სალიოღლუს და   მუსტაფა იუსელს.