გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"ამ ადამიანმა სუნთქვა უნდა შეწყვიტოს" - გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახი მკვლელის გადაცემას ითხოვს

6-11-2018

გორში მოკლული გოგონას ახლობლები და მოსახლეობა მკვლელის მათთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით ქალაქის საკრებულოსთან წუხელ გვიან ღამემდე აქცია მიმდინარეობდა.


მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის მათთვის გადაცემას დღესაც მოითხოვენ და საპროტესტო აქციას გაახლებენ.


ისინი მკვლელის ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ.


"ამ ადამიანმა სუნთქვა უნდა შეწყვიტოს. მეტს არაფერს ვითხოვთ. მკვლელი ხალხს უნდა გადასცენ. თუ გამოძიებასთან რამეს არ ლაპარაკობს, ჩვენთან ილაპარაკებს,"-განაცხადა მოკული ბავშვის ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა.


გუშინ, ადვოკატი იმ ფოტო და ვიდეო მასალას გაეცნო, რომელიც ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის მიერ გოგონას მკვლელობამდე იქნა გადაღებული.