გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა

15-11-2024

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ, ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ JICA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უმასპინძლა.


შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის - „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ფოთის პორტში ტვირთის სკანირების აღჭურვილობის გაუმჯობესება" მხარდაჭერის მომზადებისა და დამტკიცების ასპექტები განიხილეს.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოიაზრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის სატვირთო და სარკინიგზო რენტგენო-სკანერების სისტემების გადმოცემა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ხელი მოაწერა საოქმო ჩანაწერს, რომელიც ხელს შეუწყობს პროეტის განხორციელებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე, სატრანსპორტო საშუალებების/კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების პროცესში მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები.