გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დუშეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს

6-11-2018

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.


“საწარმო, სამომავლოდ თანადაფინანსების პრინციპით გადაეცემა ადგილობრივ კოოპერატივს „ფხოვი 2017“, რომელშიც 32 ადგილობრივია გაწევრიანებული.


რძის საწარმო (1,5 ტონა წარმადობა) თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტს აწარმოებს, აგრეთვე, იგეგმება ტრადიციული პროდუქტის - დამბალ ხაჭოს წარმოება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”, - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.


ipn.ge