გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე: ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორი

16-11-2024

პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება.


„გილოცავთ! ისტორიული გამარჯვება უკვე ოფიციალურად გაფორმდა!


დღეს ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა "ქართული ოცნების" და ქართველი ხალხის გამარჯვება.


ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითაც არა მხოლოდ უსამშობლო ოპოზიციას, არამედ მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება“ - წერს სოზარ სუბარი.