გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო, ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება

17-11-2024

„კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი,“ - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რითაც დღეს ცესკოში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.


მისივე თქმით, ყველა უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანა და საზოგადოებაც დაცული დაცული იქნება.


„კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი.

დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ხალხის ნდობის გარეშე, ძალადობით და სამარცხვინო საქციელით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. საზოგადოების უმრავლესობამ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას დაუჭირა მხარი, რასაც ცალ ფეხზე მდგომმა კრიმინალებმა ბრძოლა გამოუცხადეს.


მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო. ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება. უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანაც და საზოგადოებაც იქნება დაცული!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.