გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი: დასრულდა საგანგებოდ კოლექტიური დასავლეთისგან დავალებული კოჰაბიტაცია ნაცებო!!!

17-11-2024

„უკანონობის ჩადენისას არავინ დარჩება დაუსჯელი!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.


მისივე თქმით, კოჰაბიტაცია „ნაცმოძრაობასთან“ დასრულდა.


„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში სადაც კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა, ასე რომ გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმა სამართლებრივად შეფასდა და საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უკანონობის ჩადენისას არავინ დარჩება დაუსჯელი!


დასრულდა საგანგებოდ კოლექტიური დასავლეთისგან დავალებული კოჰაბიტაცია ნაცებო!!!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.